დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტორსის“ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება
საქართველო, თბილისი - 12:04 | 26.06.2024 ნანახია: 148![](/img/uploads/news/prev/56213044.png)
ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი - „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და გამართვა თანამედროვე სისტემების გამოყენებითაა შესაძლებელი.
დიზელის ძრავის საწვავის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბენზინზე მომუშავე ძრავისგან და მასთან შედარებით უფრო კომპლექსური და მდგრადია. სწორედ ამიტომ, წელიწადში ორჯერ, ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად, საწვავის სისტემის დიაგნოსტირება აუცილებელია.
ზაფხულში დიზელის ძრავა საკმაოდ მაღალ წნევაზე მუშაობს, ამიტომ საწვავის გაჟონვისა და აალების საფრთხის თავიდან ასარიდებლად, უნდა შემოწმდეს საწვავის სისტემის მდგომარეობა, ზამთარში კი ყურადღება მიექცეს აალების სანთლებსა და საწვავის სპეციალური დანამატის რაოდენობას.
აღნიშნული მომსახურების მიღება სწორედ დიზელის სერვისცენტრშია შესაძლებელი, რომელიც საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ემსახურება. ის განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის, მიკროავტობუსებისა და სპეცტექნიკისთვის. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ისეთი სერვისებით, რომელთა მიღება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში, მხოლოდ „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი. ეს სერვისებია: Bosch Piezo მფრქვევანას შეკეთება; სკანიას HP მფრქვევანას რემონტი; სკანიას ძრავის სარქვლების რეგულირება HP და XPI სისტემაზე; Bosch CP ტუმბოსა და Caterpillar-ის მფრქვევანების რემონტი; Bosch VP ტუმბოს შემოწმება სტენდზე; სკანიას ავტომობილებზე ელექტროკოჭებისა და MAN-ის სატვირთო ავტომობილებზე CP3 ტუმბოს შეკეთება.
ჯონი ბარიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დიზელების სერვისცენტრის ხელმძღვანელი: „ჩვენს სერვისცენტრში მომართვიანობა ხშირია უმეტესად დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტის მძღოლების მხრიდან საწვავის მფრქვევანების გაუმართავი მუშაობისა და მაღალი წნევის ტუმბოების დაზიანების შემთხვევაში. ასევე საკმაოდ მოთხოვნადია ეკოლოგიის ფილტრის გაწმენდა-რეგენერაციის მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტის შესაკეთებლად საჭირო რომელიმე დეტალი ადგილზე არ აღმოგვაჩნდა, მომხმარებელს ავტონაწილის უცხოეთიდან გამოწერის სერვისსაც ვთავაზობთ“.
„თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი საქართველოში Bosch-ის ოფიციალური წარმომადგენელია და სერვისცენტრი სწორედ აღნიშნული ბრენდის ხელსაწყო-დანადგარებითაა აღჭურვილი. ამასთანავე, გასულ წელს Euro 6-ის სტანდარტის შესაბამისი დანადგარები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც ახალი ეკოლოგიური ემისიის დიზელის ძრავით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკას ემსახურება.
Euro 6 დიზელის საწვავი სისტემის ბოლო თაობაა. გამოირჩევა საწვავის ნაკლები მოხმარებით. მასში გაუმჯობესებულია ეკოლოგიის ფილტრები. დამატებული აქვს ავტომატური რეგენერაციის სისტემები, რაც მავნე აირებისა და გამონაბოლქვის სწრაფად აღმოფხვრას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე.
ჯონი ბარიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დიზელების სერვისცენტრის ხელმძღვანელი: „განვითარებულმა ქვეყნებმა დიზელისძრავიანი ავტომობილებისთვის ევრო 6 სტანდარტი დანერგეს, რათა საავტომობილო ტრანსპორტმა გარემოზე ნაკლებად მავნე ზემოქმედება მოახდინოს. გამონაკლისი არც საქართველოა. კომპანიების დიდი ნაწილი უკვე ზრუნავს, ავტოპარკი ევრო 6 სტანდარტის დიზელისძრავიანი კომერციული ავტოტრანსპორტით განაახლოს, რომელთა გამართულად მუშაობას „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს.
დიზელისძრავიან ავტომობილებს სჭირდება როგორც რეგლამენტირებული, ისე არაგეგმური სერვისი. ყველა ამ მომსახურებას კი ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს, რომელიც 16-ზე მეტი წელია, გამოწვევებს წარმატებით ართმევს თავს. მათ გავლილი აქვთ არაერთი საკვალიფიკაციო ტრენინგი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ“.
დიზელის სერვისცენტრი, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაფართოებას გეგმავს, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს.
__
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, ეს დადო კვლევამ - ნიკა მელია
- ჩვენ არ ვართ შეშფოთებული მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის გამო, მათ შორის, იმ დეზინფორმაციითაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ავრცელებენ - პიტერ სტანო
- ბიძინა ივანიშვილი არის საუკუნის პატრიოტი - ირმა ზავრადაშვილი
- ერთიანობის დეკლარაცია, მნიშვნელოვანი განაცხადია ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად - თინა ბოკუჩავა
სამართალი
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია
- ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 27 პირი დააკავა, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია
- დაკავებულია 19 წლის კაცი, რომელმაც 13 წლის გოგოსთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
მსოფლიო
- ოთხი უცნობი პირი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის სახლში შეიჭრა
- მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად 26 ივნისს დაინიშნება - AFP
- პარიზში დღეს ემანუელ მაკრონისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა გაიმართება
- კენიაში დემონსტრანტებს, რომლებმაც პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტორსის“ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება
- რა გავლენა აქვს ტემპერატურის ცვლილებას ავტომობილის დეტალებზე - რჩევები და შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი Geely Emgrand წარუდგინა
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი - ვოლვო EX30 წარადგინა
სპორტი
- ჩეხეთთან თამაშისთვის მნიშვნელოვანია აღვიდგინოთ ის ძალები, რაც დავხარჯეთ და უკეთესად დავბრუნდეთ - გიორგი ქოჩორაშვილ
- ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება