Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
საქართველო, თბილისი - 22:40 | 01.12.2020 ნანახია: 533
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer-მა და გერმანულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია BioNTech-მა მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის დამტკიცების თხოვნით ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) მიმართეს.
კომპანიების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვაქცინა, პირობით სახელით BNT162b2, დამტკიცების შემთხვევაში მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე ხელმისაწვდომი იქნება ევროპაში.
მანამდე ამ კომპანიებმა ვაქცინის დამტკიცების მოთხოვნა წარადგინეს აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციაში (FDA). ფედერალური უწყების დამოუკიდებელი ექსპერტები კლინიკური კვლევების შედეგების განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბებიან.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, ადმინისტრაცია და ინფრასტრუქტურა უკვე მომზადებულია იმისთვის, რომ ვაქცინის დამტკიცება და შემდეგ მისი დისტრიბუცია რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდეს. ვარაუდობენ, რომ ამერიკაში ვაქცინა უკვე 25 დეკემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი.
18 ნოემბერს Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციით, 65 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებში ვაქცინის ეფექტურობამ 94%-იან ნიშნულს გადააჭარბა.
ორი დღით ადრე (16 ნოემბერს), გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Moderna-ს ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
Pfizer-ისა და BioNTech-ის მსგავსად, Moderna-მაც წარადგინა ვაქცინის დამტკიცების მოთხოვნა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციასა და ევროპის სამედიცინო სააგენტოში.
პოლიტიკა
- არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, ამხელა ტყუილების გუდა საიდან გაქვს - ხაზარაძე ელისაშვილს
- ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნად მეორე ვადით აირჩიეს
- იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს? - გიგი უგულავა
- ზურაბ ჯაფარიძე "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უარყოფს
კონფლიქტები
- სოფელ ხურჩის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
- ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაიმართება
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა