მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად 26 ივნისს დაინიშნება - AFP

საქართველო, თბილისი - 12:03 | 26.06.2024
ნანახია: 121

ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების მთავრობის მეთაური მარკ რუტე ოფიციალურად 26 ივნისს დაინიშნება. ამის შესახებ სააგენტო AFP-ს წყარომ განუცხადა.

AFP-ის წყაროს თქმით, ნატო-ს წევრი 32-ვე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა ოფიციალურად დაამტკიცა  გენერალური მდივნის თანამდებობაზე რუტეს დანიშვნა.

ის თავის უფლებამოსილებას 1-ელ ოქტომბერს შეუდგება, როცა ნატო-ს მოქმედი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.

გასულ კვირას რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მოხსნა თავისი კანდიდატურა ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე, რამაც საბოლოოდ გაუხსნა გზა რუტეს დანიშვნას.

მარკ რუტე ნიდერლანდების თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. 2010 წლის 14 ოქტომბერს, მარკ რიუტე ა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრად დედოფალ ბეატრიქსის მიერ დაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე