ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 25.06.2024
ნანახია: 147

ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომელი დაიღუპა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა.  ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს 1965 წელს დაბადებული კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

დასავებული ასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკა "ევექსში" გადაიყანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უბედური შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე