რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, ეს დადო კვლევამ - ნიკა მელია
საქართველო, თბილისი - 12:01 | 26.06.2024 ნანახია: 107![](/img/uploads/news/prev/82918937.jpg)
რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ეს დადო, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მიმდინარეობდა კვლევა, ყველა პარტიასთან შეთანხმებული, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ლიდერობდნენ ამ პროცესში, რომ კვლევა ჩატარებულიყო და ჩვენ, ყველას გაგვეგო კვლევით მაინც, ანუ ემპირიულად, რა ცნობები მოვა - ერთიანი სია, ყბადაღებული, იმუშავებს თუ არა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იმუშავებდა. კვლევის შედეგები ახლა მუშავდება. ხვალ-ზეგ ეს ყველასათვის ცნობილი იქნება. დამკვეთი თუ გადაწყვეტს გაასაჯაროებს, თუ არა და ყველა პარტია ჩამოყალიბდება. მე მაქვს, რა თქმა უნდა ინფორმაცია, თუმცა, არ მაქვს უფლება, ამის გასაჯაროების. რა თქმა უნდა, ჩვენი, პარტია ახალის და სხვების პროგნოზი გამართლდა - ერთიანი სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად.
მაჩვენებლებზე ვერ ვისაუბრებ, არ მაქვს ამის უფლება, უბრალოდ, შეუძლებელია მინიშნება არ მოგცეთ. რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ეს დადო [კვლევამ] ძალიან მკაფიოდ და ეს არ გადაიხედება ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი პარტიის მიერ. ჩვენთვის არ იყო ახირება, არ იყო აგდებული ქვა, რომელსაც თავი შევუშვირეთ, არა, ეს [ერთიანი ფორმულა] იყო ჩვენთვის წაგების ფორმულა. უდიდესი სხვაობა იდება რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი როდესაც უპირისპირდება ქართულ ოცნებას.
როგორც ჩანს, გახარიას პარტია იქნება ცალკე, ნაციონალური მოძრაობის პარტია არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დათო კეზერაშვილის პარტია. ბევრს აქვს სამართლიანი წუხილი მათთან თანამშრომლობის ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის, მეც... გაძლიერებისთვის ერთადერთი გზა არის. მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი დღეს არიან ძალიან მჭიდრო პარტნიორები. 24-საათიან კომუნიკაციაში. ვისაც აქვს სურვილი, მიხეილ სააკაშვილთან დათო კეზერაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან იყვნენ წინასაარჩევნოდ პარტნიორებად, კი ბატონო... პარტია ახალი იქნება პლატფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შედეგს დადებს და ვისთან ერთად ვიქნებით, ვნახავთ. [...]
გამიხარდება, რაც უფრო მეტი პროდასავლური პარტია გამსხვილდება სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე და ასე დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. როგორ, ვინ ვისთან, ვინ რატომ იმასთან არა და ვინ რატომ იმასთან, ეს ყველაფერი 8 ივლისამდე გაირკვევა", - განაცხადა მელიამ.
პოლიტიკა
- რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, ეს დადო კვლევამ - ნიკა მელია
- ჩვენ არ ვართ შეშფოთებული მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის გამო, მათ შორის, იმ დეზინფორმაციითაც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ავრცელებენ - პიტერ სტანო
- ბიძინა ივანიშვილი არის საუკუნის პატრიოტი - ირმა ზავრადაშვილი
- ერთიანობის დეკლარაცია, მნიშვნელოვანი განაცხადია ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად - თინა ბოკუჩავა
სამართალი
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია
- ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 27 პირი დააკავა, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია
- დაკავებულია 19 წლის კაცი, რომელმაც 13 წლის გოგოსთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
მსოფლიო
- ოთხი უცნობი პირი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის სახლში შეიჭრა
- მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად 26 ივნისს დაინიშნება - AFP
- პარიზში დღეს ემანუელ მაკრონისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა გაიმართება
- კენიაში დემონსტრანტებს, რომლებმაც პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტორსის“ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება
- რა გავლენა აქვს ტემპერატურის ცვლილებას ავტომობილის დეტალებზე - რჩევები და შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი Geely Emgrand წარუდგინა
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი - ვოლვო EX30 წარადგინა
სპორტი
- ჩეხეთთან თამაშისთვის მნიშვნელოვანია აღვიდგინოთ ის ძალები, რაც დავხარჯეთ და უკეთესად დავბრუნდეთ - გიორგი ქოჩორაშვილ
- ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება