ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 22.05.2024
ნანახია: 12007

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (პანეტოლიკოსი, საბერძნეთი).

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი, საბერძნეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ).

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა.

პირველ შეხვედრას სანიოლის გუნდი 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან ჩაატარებს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდება, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში – პორტუგალიას.

კონტინენტის პირველობამდე საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროსთან აქვს დაგეგმილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე