ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 18:18 | 06.06.2024
ნანახია: 5402

6 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 2.38 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8222 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.87 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0703 ლარი გახდა.

3.38 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6082 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.76 თეთრი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე