პარიზში დღეს ემანუელ მაკრონისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:02 | 26.06.2024
ნანახია: 115

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ოთხშაბათს, 26 ივნისს გაემგზავრება პარიზში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.

მაკრონისა და ორბანის შეხვედრა ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე შედგება, რომელზეც ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა დადგინდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მაკრონს ასევე წარუდგენს ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის ვრცელ მონახაზს. უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 1-ელი ივლისიდან გახდება.

საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ვიზიტი არის „ლიდერების სამიტისა და უნგრეთის მომავალი როტაციული თავმჯდომარეობისთვის მომზადების შესაძლებლობა“.

მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი განიხილავს უკრაინისა  და ევროპის თავდაცვითი წარმოების მხარდაჭერის საკითხებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე