Geely Auto – „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმატებული სვლა და 3 თვეში გაყიდული მარაგი
საქართველო, თბილისი - 17:47 | 14.02.2024 ნანახია: 193932023 წელი „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ბევრი მიმართულებით წარმატებული გამოდგა - მათ შორის Tegeta Cars-ში შემავალი ბრენდისთვის, Geely Sakartvelo-სთვის, რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წლის სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა და სამ თვეში მარაგი სრულად ამოწურა - 51 ერთეული Coolray გაყიდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2024 წელი კომპანიამ მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებით დაიწყო და „ჯილის“ შოურუმში ახალი მოდელი, Geely Tugella წარმოადგინა. წინ მასშტაბური გეგმებია, თუმცა მანამდე გასულ წელს Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი აჯამებს.
გიორგი შაქარაშვილი ამბობს, რომ ავტომობილის ფუნქციებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, Geely ბაზარზე ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციაა. ბრენდის ავტომობილები გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციით გამოირჩევა.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე შემოყვანის დღიდან Geely Coolray-ს მიმართ ავტომოყვარულების ინტერესი ძალიან მაღალია. მოდელი მართლაც განსაკუთრებულია არაერთი მახასიათებლის გამო, თუმცა გაყიდვების მაჩვენებელმა მოლოდინს გადააჭარბა. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა აწყობის ხარისხით, ხელმისაწვდომობით, გამოხატული ხასიათითა და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით, რომელსაც ავტომობილის საჭესთან პირველი შეხებისთანავე შეიგრძნობს მომხმარებელი. მოხარულები ვართ, რომ ამ ინოვაციური ბრენდის პირველი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ Tegeta Cars-ია. ჩვენ ქართველ მომხმარებლებს მივეცით საშუალება, მიიღონ Geely-ს ავტომობილების მართვის გამოცდილება და აღმოაჩინონ შთამბეჭდავი შესაძლებლობები. Coolray-ს შემდეგ ახლა უკვე Geely Tugella-ც ხელმისაწვდომია. მოდელი მსოფლიო დონის მოდულური არქიტექტურით გამოირჩევა, რომელიც იოლად ადაპტირდება ძალური აგრეგატების, უსაფრთხოების სისტემებისა და უახლესი ტექნოლოგიების ფართო დიაპაზონზე.
Geely-ს ავტომობილების პოპულარობა ხელმისაწვდომმა ფასმაც განაპირობა. ჩვენი სამოდელო ხაზი 19 000 აშშ დოლარიდან 35 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. ეს არის სრული სამოდელო ხაზის ფასი, აქ იგულისხმება როგორც ბენზინზე მომუშავე, ისე ელექტრომობილები“.
Geely Coolray-ს მართვის შესაძლებლობა უკვე აქვთ Europcar Georgia-ს მომხმარებლებსაც. ავტომობილების გაქირავების კომპანიამ Geely Sakartvelo-სგან 11 Geely Coolray გასულ წელსვე შეიძინა. Geely Coolray მძღოლების დამხმარე სისტემებითა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მას 1.5 მოცულობის, 172 ცხენის ძალის ოთხცილინდრიანი ძრავა და 190 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს. ავტომობილი გამოირჩევა კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით: ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზკონტროლი, პანორამული სახურავი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და სხვა. რაც შეეხება ახალ მოდელს, Geely Tugella-ს, ის აღჭურვილია 4-ცილინდრიანი 2.0 ტურბო ბენზინის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 238 ცხენის ძალას და 100კმ/სთ-ს ავითარებს 6.9 წამში.
G-Power-ის მიერ შექმნილი 2.0-ლიტრიანი ძრავა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - „Ward-ის 10 საუკეთესო ძრავის“ მფლობელი გახდა.
Geely Tugella მომხმარებელს შეუძლია იხილოს აღმაშენებლის ხეივნის 137 ნომერში მდებარე შოურუმში ან/და თავად გატესტოს ავტომობილი. Geely Sakartvelo-ს დაახლოებით 5 თვეში ახალი შოურუმი ექნება, რომელიც ასევე აღმაშენებლის ხეივანზე განთავსდება, სადაც ახლა რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
კომპანიის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ 2024 წელს Geely Auto ქართველ მომხმარებელს დაახლოებით 8 მოდელს შესთავაზებს.
„ვმუშაობთ, რომ ბაზარზე წარმოვადგინოთ როგორც წინა წამყვანი, ისე სრულად ამძრავი ავტომობილები. მომხმარებელს შევთავაზებთ კომპანიებისთვის განკუთვნილ მანქანებსაც და სადისტრიბუციო და საოჯახო ავტომობილებსაც. გასაყიდად გამოვიტანთ ბევრ ახალგაზრდულ მანქანასაც. საუბარია როგორც ბენზინზე მომუშავე, ისე სრულად ელექტრომობილებზე“, - აცხადებს Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი გიორგი შაქარაშვილი.
Geely Auto-ს მთავარი მახასიათებლები ინდუსტრიაში უახლესი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც უპირველესად წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს. კომპანიის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ 2020 წელთან შედარებით ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 8,1%-ით შეამცირა, ახალ ენერგიაზე მომუშავე მოდელების გაყიდვებში კი წლიური 300%-იანი ზრდა აჩვენა. 2022 წელს Geely-ს 9 სატრანსპორტო ქარხანას ეკომეგობრული საწარმოების სტატუსი - "National Green Factory" მიენიჭა. ამავე ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვს თითოეულ ავტომობილზე 25%-ზე მეტით შეამცირებს, ხოლო 2045 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
პოლიტიკა
- ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს - სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა
- უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და მის 19 თანამოაზრეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შეერთებული შტატები დამატებითი სანქციებს გამოიყენებს - ენტონი ბლინკენი
- ნუ აბრალებთ სხვებს! "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - აშშ-ის საელჩო
საზოგადოება
- ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას! - PSP ჯგუფი
- 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო
- გასულ ღამეს აქციაზე 200 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა - Visioner
- საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა
სამართალი
- "ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - საგამოძიებო
- თავისუფლების მოედანზე ზურაბ დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დაკაავეს
- საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
- მანქანები, რომლებსაც წყალი დააცლევინეს, ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდნენ - შსს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს