ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება

საქართველო, თბილისი - 16:57 | 29.05.2024
ნანახია: 2089

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა, ChinaCommunications Construction Company Limited წარადგინა.

„როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა – შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა.

20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა(China Communications Construction Company Limited(China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore); (ქვეკონტრაქტორები – China Road and Bridge Corporationდა -Qingdao Port International Co., Ltd). კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს), რომლის შემდგომაც დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე. შერჩევის პროცესი, უახლოესი გეგმები და საორიენტაციო ვადები: სამინისტრო/სააგენტო ახორციელებს ინვესტორი/კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, რომელიც ინვესტიციას განახორციელებს სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში (შემდგომში „კონცესიონერი“), რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური საქართველოს მთავრობასა და კონცესიონერს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თანახმად. აღნიშნული წარმოადგენს ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიის მეშვეობით იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი – 49 პროცენტის მფლობელი”, - განაცხადა დავითაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე