კაცობრიობის ისტორიაში ეკონომიკური ომები ხშირად გადაზრდილა რეალურ ომებში - მედვედევი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს

საქართველო, თბილისი - 18:25 | 01.03.2022
ნანახია: 363

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ეხმიანებს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებას რუსეთის ეკონომიკის ჩამონგრევის შესახებ და ამბობს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ეკონომიკური ომები ხშირად გადაზრდილა  რეალურ ომებში.

„მანდ ვიღაც ფრანგმა მინისტრმა დღეს თქვა, რომ ეკონომიკური ომი გამოგვიცხადეს. დაუკვირდით თქვენს სიტყვებს, ბატონებო! და არ დაგავიწყდეთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ეკონომიკური ომები ხშირად გადაზრდილა რეალურ ომებში“, - დაწერა მედვედევმა Twitter-ში.

საფრანგეთის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაიწყებენ ტოტალურ ეკონომიკურ ომს  და ჩამოანგრევენ რუსეთის ეკონომიკას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე