ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას - ზახაროვა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 31.10.2024
ნანახია: 3574

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც ოპოზიციის, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, მრავალმხრივი დარღვევებით წარიმართა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა დადებითად აფასებს.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების პრესსპიკერი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების იმედს გამოთქვამს."რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი ქვეყანაა და ჩვენ არ ვართ გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩვენს საზღვრებთან ხდება. ამასთან, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის სუვერენულ ნებას. ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოს  სტაბილურ განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას." - განაცხადა მარია ზახაროვამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე