წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:53 | 23.10.2024
ნანახია: 3619

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი მოზარდს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. 

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა თვითმკვლელობის მიზნით სხეულზე დაზიანებები მიიყენა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე