ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

საქართველო, თბილისი - 13:06 | 30.08.2024
ნანახია: 4080

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე