„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 16:56 | 23.10.2024 ნანახია: 7813
ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ განახლებულ შოურუმში წარუდგინა.
Camry უკვე თითქმის 40 წელია, Toyota-ს ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია. 21 მილიონზე მეტი გაყიდული ერთეული 100-ზე მეტ ქვეყანაში, D/E სეგმენტის ყველაზე პოპულარული სედანი, 2022-2023 წლების მსოფლიოში მე-5 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი - Camry არაერთი ტიტულის მფლობელია. თუმცა იაპონური ავტოგიგანტისთვის ეს საკმარისი არ არის და მომხმარებელს განახლებული, კიდევ უფრო გამორჩეული მოდელი შესთავაზა.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორებს მეცხრე თაობის Camry წარვუდგინეთ. ყველასათვის ცნობილია, რომ ტოიოტას აღნიშნული მოდელი გამოირჩევა გამძლეობითა და ხარისხით. რაც შეეხება უშუალოდ ახალი თაობის Camry-ს, საკმაოდ საინტერესო ცვლილებებით არის წარმოდგენილი. მაგალითად, ექსტერიერის ნაწილში გვხვდება Hammer Head ცხაურა, რომელიც გახდა ამ ბრენდის სტილის ხელწერა ახალი თაობის მოდელებში, რაც ავტომობილის ძლიერ ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს. ახალი მოდელის მთავარი პრიორიტეტი ასევე ციფრული ტექნოლოგიებია. რაც შეეხება ძრავას, ავტომობილი წარმოდგენილია ახალი, მე-5 თაობის, 2,5 ჰიბრიდული და 2,5 ბენზინის ძრავებით. ეს კი კიდევ უფრო ზრდის მართვის დინამიკას და ასევე უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აჩქარებას. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ეს ზრდა მიღწეულია საწვავის ეკონომიურობის გაუმჯობესების პარალელურად. დარწმუნებული ვარ, რომ მეცხრე თაობის CAMRY ისევე მოთხოვნადი იქნება, როგორც ამ მოდელის წინა ვერსიები და ის გაყიდვების ლიდერობას შეინარჩუნებს“.
თანამედროვე შთაბეჭდილების შესაქმნელად, ახალი თაობის Camry აღჭურვილია განახლებული მაშუქებით და ზედა ცხაურა კიდევ უფრო თხელია. შეცვლილია ძრავის საფარის ფორმაც, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ჰაერის ნაკადი ზევით მიემართება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურის დონეს. გარდა ამისა, შეიცვალა კარის სახელურის სტრუქტურაც, რამაც ასევე დადებითად იმოქმედა ხმაურის დიაპაზონის ცვლილებაზე და უზრუნველყო მძღოლისა და მგზავრების უფრო კომფორტული გადაადგილება.
რაც შეეხება ავტომობილის უკანა ნაწილს, Hammer head განუმეორებელი სტილი ისევ მეორდება. უკანა მაშუქები გამოირჩევა კიდევ უფრო თანამედროვე ნათებით, რაც სრულ ბალანსშია ავტომობილის ექსტერიერთან.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია ინტერიერშიც და მეცხრე თაობის CAMRY აქაც განსაკუთრებულია. ის კიდევ უფრო დახვეწილია და მორგებულია მძღოლისა და მგზავრების კომფორტზე. ამასთანავე, ახალი მოდელი სტანდარტულად აღჭურვილია Toyota Safety Sense-ის უახლესი თაობის უსაფრთხოების პაკეტით, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის დახმარების კომპლექსურ სისტემებს.
ახალი Toyota Camry აერთიანებს ელეგანტურობას, დინამიკურ იერს და გზაზე სრული კონტროლის შეგრძნებას. ამ მომხიბვლელი კონტურების მქონე ავტომობილს აქვს საკმაოდ მტკიცე ძარა, შედარებით დაბალი ხუფი უკეთესი ხილვადობისათვის და რამდენიმე სახის გამორჩეული შეფერილობა.

მეცხრე თაობის Camry „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს განახლებულ შოურუმში წარუდგინა. შოურუმი ახალი კონცეფციის დანერგვას ითვალისწინებს, რაც სრულად მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას გულისხმობს. განახლდა ინტერიერიც, რომელიც ტოიოტას საერთაშორისო გაიდლაინით მოეწყო.
Toyota Camry-ის წარდგენის ღონისძების მხარდამჭერი იყო თიბისი დაზღვევა.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ მომხმარებლისთვის ახალი Toyota Camry უკვე ხელმისაწვდომია. დაინტერესებულ პირებს კი შეძენამდე შეუძლიათ, ავტომობილის შესაძლებლობები ტესტ-დრაივის საშუალებით გამოცადონ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















