სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველო, თბილისი - 10:57 | 31.10.2024
ნანახია: 1597

საქართველოს საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ეხმაურება  და აცხადებს, რომ გამოჩენილი სიფრთხილის გამო, ევროპა საქართველოს კარგავს

"სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ". - წერს მარკო მიჰკელსონი X-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე