დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია - საიას თავმჯდომარე
საქართველო, თბილისი - 12:26 | 31.10.2024 ნანახია: 3668
"ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია," - ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია არ ამტკიცებს, რომ 2263 უბანზე, რომლის ბათილობასაც ითხოვენ, ვინმემ ზუსტად იცის, თითოეული ამომრჩევლის არჩევანი რა იყო, თუმცა მათი თქმით, ბიულეტენი მეორე მხარეს ტოვებდა კვალს, რაც შეცურებისას არღვევდა ფარულობის პრინციპს.
"არსებობს ფარულობის დარღვევის სხვადასხვა პრაქტიკა. ფარულობის დარღვევის ინდივიდუალური შემთხვევები - როდესაც ამომრჩეველს კაბინაში ვინმე შეყვება და მის არჩევანს აკონტროლებს; როდესაც ამომრჩეველი თავად ამჟღავნებს, ვის მისცა ხმა; როდესაც კომისიის წევრი ართმევს ბიულეტენს, ხსნის ჩარჩო კონვერტს და ხედავს არჩევანს და ა.შ. და არსებობს ფარულობის იმ ტიპის დარღვევა, როდესაც არჩევნების ინფრასტრუქტურა იმგვარია, რომ ფარულობის დაცვას სისტემურად ვერ უზრუნველყოფს. საიას მიდგომა ამგვარია - ინდივიდუალური შემთხვევები, თუ ის კონკრეტულ უბანზე განმეორებადი ქცევა არ არის ან სხვა დარღვევებთან კომბინაციაში არ გვხვდება, უბნის შედეგების ბათილობის საკითხს არ აყენებს დღის წესრიგში. თუმცა, თუ ფარულობის დარღვევა სისტემურია, მიუხედავად იმისა, ყველა ამომრჩევლის არჩევანი გამჟღავნდა თუ არა, შედეგების ბათილობას იწვევს, რადგან ფარულობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე არჩევნები ვერ ჩაითვლება არჩევნებად. ფარულობა არჩევნების მთავარი პრინციპია.
როდესაც სადამკვირვებლო მისია გაქვს, კენჭისყრის დღის სპეციფიკა იმგვარია, რომ დილიდან უბნებიდან დამკვირვებლების მიერ შემოსული ინფორმაციის აღიცხვას იწყებ. დღის განმავლობაში თუ ცალკეულ უბნებზე არსებულ დარღვევებს წარუდგენ საზოგადოებას, თანდათან იწყებ დარღვევების მასშატბების გამოკვეთას და მის ანალიზს. ასე მოხდა ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც. დღის განმავლობაში შემოდიოდა ინფორმაცია უბნებზე კამერების შესახებ, ასევე, ცალკეული შემთხვევები უბნებიდან, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა კვალი. დღის ბოლოს, როდესაც მათ შორის, ხმის დათვლა დასრულდა, მიღებული ინფორმაცია გვაძლევდა იმ სურათს, რომ ხმის ფარულობის პრობლემა სისტემურად დაგვენახა და სწორედ ამიტომ, საიას მისიის კენჭისყრის დღის განცხადებაში სამი ძირითადი დარღვევის პატერნიდან ერთ-ერთი იყო ფარულობის დარღვევის ეს ფორმა (დანარჩენი ორი იყო მარკირების პროცედურების დაუცველობა და დამკვირვებლებისათვის მტრული გარემოს შექმნა).
საიას სადამკვირვებლო მისიის ამოცანაა, რომ მას შემდეგ, რაც აქვს კენჭისყრის დღის სრული სურათი, საკუთარ დაკვირვებებს და გამოკვეთილ დარღვევებს სამართლებრივად უპასუხოს. ამიტომ, ეს დარღვევები უნდა გადაიტანოს დავის სტრატეგიებში. სწორედ ამისთვის, სადამკვირვებლო მისიას არჩევნების დღის შემდგომ აქვს სამი დღე, რომ ეს დავები ჩამოაყალიბოს. ჩვენს მისიას წარდგენილი აქვს ასობით სხვა მოთხოვნა ინდივიდუალურ თუ განმეორებით დარღვევებზე რეაგირების შესახებ, მაგრამ ისინი ვერ ფარავდა ხმის ფარულობის სისტემურ პრობლემას. ჩვენი ვალდებულება იყო გვეპასუხა ფარულობის დარღვევის სისტემურ პრობლემაზე. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენს ორგანიზაციას ამ დრომდე არ ჰქონია გამოცდილება, ფარულობის დარღვევის ასეთ სისტემურ პრობლემაზე სამართალწარმოება დაეწყო, დავის ამ სტრატეგიამდეც გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე მივედით. მესმის, რომ არ არის მარტივი, როდესაც ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო ამომრჩევლის ხმების 90%-ის ბათილობას ითხოვ, თუმცა, ამის გასაჩივრებაზე უარის თქმა, მაშინ, როდესაც მისი მასშტაბები დაინახე, იქნებოდა თვალის დახუჭვა ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლების დარღვევაზე.
ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ იმ 2263 უბანზე, რომლის ბათილობასაც ვითხოვთ, ვინმემ ზუსტად იცის, თითოეული ამომრჩევლის არჩევანი რა იყო. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ბიულეტენი მეორე მხარეს ტოვებდა კვალს, რაც შეცურებისას არღვევდა ფარულობის პრინციპს.
ისმის მოსაზრებები, რომ თუ სწორად მოათავსებდა ამომრჩეველი კონვერტში ბიულეტენს, გაფერადებული უკანა მხარე არ გამოჩნდებოდა. ეს არასწორი არგუმენტია, რადგან ბიულეტენი არ ცურდება კონვერტთან ერთან ან იმ სისწრაფით, რომ კონვერტიდან როდესაც აპარატში შეცურებას იწყენს, გაფერადებული წრის დანახვა ვერ მოასწრო. ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულებები, რომ შეცურებისას საცდელი წრის შემდგომ, მეორე გაფერადებული წრეც (პარტიისთვის მიცემული ხმა) ჩანს. გარდა ამისა, ზოგჯერ აპარატი ბიულეტენს არ იღებს და უკან აბრუნებს, ეს ბიულეტენები ხელახლა უნდა შეაცუროს ამომრჩეველმა აპარატში. როდესაც ეს ბიულეტენი უკან ბრუნდება, ის რა თქმა უნდა, ჩარჩო კონვერტის გარეშეა და ამომრჩეველმა ჩარჩო კონვერტში სწორად ჩადო თუ არა, ამ შემთხვევას ვერ აზღვევს.
ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, ცესკომ 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი შეიძინა თუ არა, ჩვენ არ ვართ ქაღალდის ექსპერტები, რომ ამ ტერმინებით მივხვდეთ, ეს ფარულობას დაარღვევს თუ არა, მით უფრო, მარტო ქაღალდიც არაფერს გეუბნება თუ არ იცი მარკერის პარამეტრები და არც მარკერის სპეციალისტები ვართ. ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია", - განაცხადა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















