ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 21.10.2024
ნანახია: 4418

ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი სოციალურ ქსელში წერს.

„მეოთხედ ვბრუნდები უკრაინაში როგორც თავდაცვის მდივანი, რათა ვაჩვენო, რომ აშშ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, – წერს ოსტინი.

ოსტინს კიევში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი შეხვდა.

მედიის ინფორმაციით, ოსტინი გეგმავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრას, რათა განიხილონ უკრაინის საჭიროებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე