დემოკრატიას თავს ესხმიან ყველაზე არაკეთილსინდისიერი გზით - პრინცი ჩარლზი რუსეთის აგრესიაზე

საქართველო, თბილისი - 16:20 | 01.03.2022
ნანახია: 375

გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცი ჩარლზი უკრაინაში რუსეთის აგრესიულ შეჭრას ეხმიანება.

პრინცის განცხადებით, პუტინის ქმედებები უკრაინაში სასტიკი აგრესიაა.

"დემოკრატიულ ღირებულებებს თავს ესხმიან ყველაზე არაკეთილსინდისიერი გზით. ჩვენ სოლიდარულები ვართ ყველას მიმართ, ვინც წინააღმდეგობას უწევს სასტიკ აგრესიას", - თქვა უელსის პრინცმა Sky News-ის ცნობით.

უკრაინაში ომი მეექვსე დღეა მძვინვარებს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინმა რუსულ არმიას უკრაინაში შეჭრა 24 თებერვალს უბრძანა.

რუსული თავდასხმის შედეგად განურჩევლად იბომბემა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები. ასობით მშვიდობიანი მოქალაქო დაიღუპა ან დაშავდა სასტიკი თავდასხმის შედეგად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე