თურქეთმა სამხედრო ხომალდებისთვის შავი ზღის სრუტეებში გასვლა აკრძალა

საქართველო, თბილისი - 01:01 | 01.03.2022
ნანახია: 306

თურქეთმა შავი ზღვის სრუტის გავლით სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდების გასვლა აკრძალა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, თურქეთი კვლავინდებურად შეასრულებს მონტრეს კონვენციის დებულებებს.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, „თურქეთი გამოიყენებს უფლებამოსილებას, რომელიც გათვალისწინებულია მონტრეს კონვენციით შავი ზღვის სრუტებიის მიმართ, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია რუსეთ-უკრაინის კრიზისის დროს“. ამის შესახებ იუწყება გამოცემა „საბაჰი“.  

მონტრეს კონვენციამ 1936 წელს აღადგინა თურქეთის სუვერენიტეტი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე. კომერციული გემებისათვის ამ სრუტეებში გავლა მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს გახდა თავისუფალი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე