გაეროდან 12 რუსი დიპლომატი გააძევეს

საქართველო, თბილისი - 00:25 | 01.03.2022
ნანახია: 354

გაეროში რუსეთის მისიის 12 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებეზნიამ განაცხადა.

„ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი გადადგა გაეროში რუსეთის მისიის წინააღმდეგ, უხეშად დაარღვია  მასპინელი ქვეყნის  ვალდებულების შეთანხმება. მათ გვითხრეს, რომ რუსეთის მისიის 12 წევრს პერსონა ნონ გრატად აცხადებენ“, - თქვა ნებეზნიამ პრეს კონფერენციაზე.

მისი თქმით, დიპლომატები 7 მარტამდე უნდა წავიდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე