FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის ნაკრები და კლუბები ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოხსნეს

საქართველო, თბილისი - 22:10 | 28.02.2022
ნანახია: 369

ფიფამ და ეუფამ რუსეთის ნაკრები და კლუბები უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნეს. ამრიგად, რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩებში ვეღარ ითამაშებს და შესაბამისად ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

„ფეხბურთი სრულად სოლიდარულია უკრაინაში ყველა დაზარალებულის მიმართ და იზიარებს საერთო მწუხარებას. საფეხბურთო სამყაროს წარმოადგენლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს ხანებში ვითარება უკრაინაში გაუმჯობესდება, რათა ფეხბურთი კვლავ გახდეს ერთიანობისა და მშვიდობის ვექტორი ადამიანებს შორის“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცახდებაში.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე