უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

საქართველო, თბილისი - 21:51 | 28.02.2022
ნანახია: 340

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა, რომელიც მონაწილეობდა უკრაინის დელეგაციაში რუსეთთან მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ გამოიკვეთა გარკვეული გადაწყვეტილებები და მხარეები თავიანთ დედაქალაქებში კონსულტაციებისთვის ბრუნდებიან.

„უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა დღეს გამართეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომლის მთავარი მიზანი იყო უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის საკითხები. მხარეებმა გამოავლინეს რამდენიმე პრიორიტეტული თემა, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

„იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილებებმა მიიღოს იმპლენტაციის, ლოჯისტიკური შესაძლებლობები, მხარეები ბრუნდებიან თავიანთ დედაქალაქებში. მხარეებმა განიხილეს უახლოეს ხანებში მოლაპარკებების მეორე რაუდნის ჩატარების შესაძლებლობა, რომელზეც ეს თემები მიიღებენ უკვე განვითარების კონკრეტულ პრაქტიკას“, - აღნიშნა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინის პირობაა რუსეთის მიერ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან  ჯარების გაყვანა.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ბელარუსის ტერიტორაზე გაიმართა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე