ზელენსკიმ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 21:09 | 28.02.2022
ნანახია: 382

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა. იტყობინება პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე ანდრეი სიბიგა.

განაცხადს პრეზიდენტთან ერთად, ხელი მოაწერა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა.

სიბიგას განცხადებით, განაცხადი ბრიუსელში იგზავნება.

28 თებერვალს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ევროკავშირს, უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით სპეციალური პროცედურები დაიწყოს. მისი თქმით, უკრაინელები ევროკავშირში გაწევრიანებას იმსახურებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე