ამ ომის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის, სანქციები არ არის ეფექტური - ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:41 | 28.02.2022 ნანახია: 273ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ, როგორ ხელისუფალნი, რომელიც პასუხისმგებელნი ვართ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებელნი ვართ ყველაფერზე. მე ჩემს გამოსვლაში, მიმართვაში ვთქვი, რომ მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არაფერს გავაკეთებ, რომელიც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს, არაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხე და რისკები, რომელიც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს.
„მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ, მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ. კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალი ტერიტორიები, როგორ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი, რომელსაც რამდენიმე ხნით ადრე დაარქვა პროვოკაციულად ზემო აფხაზეთი და ჩააბარა ახალგორი, ასზე მეტი სოფელი და ათასობით ჩვენი მოქალაქე აქცია დევნილობაში, ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე. ომის შედეგები ძალიან მძიმეა, ამან გამოიწვია რა თქმა უნდა აღიარება ჩვენი ძირძველი ტერიტორიების და დასრულდა ეს უბედურება, ეს ტრაგედია რუსეთის ოკუპაციით. რუსეთის ჯარმა, მინდა შევახსენო ყველას, 2007 წელს დატოვა ბოლო შენაერთმა ჩვენი ტერიტორია და სულ რამდენიმე თვეში აი, ამ უგუნურმა და გაუთვლელმა ემოციურმა პოლიტიკამ და პროვოკაციების ვერ აცილებამ მიგვაღებინა ომი, უბედურება და ქვეყნის ნგრევა. საბოლოო ჯამში ვინ დაიჩაგრა? ისევ ხალხი, ჩვეულებრივი, უბრალო ხალხი, ის უბრალო ოჯახის შვილები, ჯარისკაცები, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის. დაიჩაგრა ჩვენი ქვეყანა, ეგ თაობები დაიჩაგრა და პოლიტიკოსებმა რა ქნეს? გააგრძელეს მოღვაწეობა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. გააგრძელეს ქვეყნის ძარცვა და მოქალაქეების ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესების და ქონებების წართმევა. მინდა, ერთი მაგალითი მოვიყვანო - კეზერაშვილი, რომელიც მაშინ იყო თავდაცვის მინისტრი, ომის დროს, ომის დროსაც კი რიცხავდა საკუთარ ოფშორულ ანგარიშებზე ბიუჯეტის ფულებს, ჯარის, თავდაცვის ბიუჯეტის ფულებს რიცხავდა ბატონი კეზერაშვილი ყველაზე დიდი კორუმპირებული, რომელიც დღეს პროვოკაციულ ანტიკორუფციულ მოძრაობას აფინანსებს ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა