მეტროპოლიტენ ოპერა არ ითანამშრომლებს არტისტებთან, რომლებიც პუტინის რეჟიმს უჭერენ მხარს

საქართველო, თბილისი - 13:09 | 28.02.2022
ნანახია: 382

ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა არ ითანამშრომლებს არტისტებთან, რომლებიც პუტინის რეჟიმს უჭერენ მხარს, - ამის შესახებ მეტროპოლიტენ ოპერის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ გელბმა განაცხადა.

გელბის განცხადებით, რუს და ამერიკელ არტისტებს მეგობრული ურთიერთობები აქვთ, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შეუძლებელია თანამშრომლობა იმ არტისტებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც პუტინის რეჟიმს უჭერენ მხარს, ან თავად სარგებლობენ პუტინის მხარდაჭერით.

შეგახსენებთ, მანამდე, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა Covent Garden, უკრაინაში ომის გამო, მოსკოვის დიდი თეატრის გასტროლები გააუქმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე