The Times: კიევში მოქმედებს 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი, რომლებსაც კრემლის მიერ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების მოკვლა აქვთ დავალებული

საქართველო, თბილისი - 11:41 | 28.02.2022
ნანახია: 357

ბრიტანული გამოცემა The Times-ი იუწყება, რომ კიევში მოქმედებს 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი, რომლებსაც კრემლის მიერ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების მოკვლა და რუსეთის მიერ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ნიადაგის მომზადება აქვთ დავალებული.

„კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფმა, რომელსაც მართავს პუტინის უახლოესი მოკავშირე ოლიგარქი ევგენი პროგოჟინი, 5 კვირის წინ გაგზავნა დაქირავებული მებრძოლები აფრიკიდან და მათ სოლიდური საფასურის სანაცვლოდ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების მოკვლა დაავალა“, - წერს გამოცემა.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის ჩანაფიქრის შესახებ კიევისთვის ცნობილი გახდა და შაბათს დილიდან 36-საათით კომენდანტის საათი გამოცხადდა, რათა ქალაქი რუსი დივერსანტებისაგან გაეწმინდათ.

გამოცემის ცნობით, დაქირავებულების სამიზნეების სიაშია პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და მისი ძმა ვოლოდიმირი, საერთო ჯამში - 23 ადამიანი.

Times-ს წყარომ აცნობა, რომ იანვარში უკრაინაში 2000-დან 4000-მდე დაქირავებული მებრძოლი გაიგზავნა. მათ შორის 400 მებრძოლი კიევში ბელარუსიდან ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე