დარწმუნებულები ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში - პენტაგონი

საქართველო, თბილისი - 11:01 | 28.02.2022
ნანახია: 273

აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში, -  პენტაგონი ეხმიანება  ვლადიმირ პუტინის განცხადებას ბირთვული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.

აშშ-ის დეპარტამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  პენტაგონის წარმომადგენელი პუტინის ამ ნაბიჯს არასაჭიროდ აფასებს, რადგან  რუსეთს არასდროს შექმნია საფრთხე ნატო-დან, ისევე როგორც უკრაინიდან.

თავდაცვის უწყების წარმომადგენელი პუტინის გადაწყვეტილებას ესკალაციად აფასებს, რადგან მას პოტენციურად მოქმედებაში მოჰყავს ძალები, რომელთა ნებისმიერმა გადაცდომამ შესაძლოა, ვითარება ბევრად სახიფათო გახადოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე