რუსეთის საოკუპაციო ძალები ხარკოვში შევიდნენ

საქართველო, თბილისი - 11:56 | 27.02.2022
ნანახია: 301

რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფები ხარკოვში შევიდნენ. იუწყება უკრაინული მედია, რომელიც თავის მხრივ, სახელმწიფო კომუნიკაციების სპეციალური სამსახურსა და სამოქალაქო დაცვის რეგიონულ დეპარტამენტს ეყრდნობა.

რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

გავრცელებული ცნობით, უკრაინული ძალები ქალაქის დაცვისთვის იბრძვიან. ხარკოვი სიდიდით მეორე ქალაქია უკრაინაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე