კიევს უკრაინული ძალები სრულად აკონტროლებენ

საქართველო, თბილისი - 09:11 | 27.02.2022
ნანახია: 338

კიევში ომის მესამე ღამემ წინა ორ ღამესთნ შედარებით მშვიდად ჩაიარა. 27 თებერვლის  6:30 საათის მონაცემებით კიევს უკრაინული ძალები სრულად აკონტროლებენ.

ამის შესახებ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნოკოლაი პოვოროზნიკმა უკრაინული მედიი ეთერში განაცხადა.

„დედაქალაქის შემოგარენში სიტუაცია მეტ-ნაკლებად მშვიდია. ძირითადი საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კიევის უახლოეს მისადგომებთან. ქალაქს შეიარაღებული ძალები და მოხალისეთა ბატალიონები აკონტროლებენ. სიტუაცია ქალაქში აბსოლუტურად კონტროლირებადი და მშვიდია.

ღამის განმავლობაში იყო რამდენიმე შეტაკება დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებთან. ამჟამად (6:30 საათის მდგომარეობით) სიმშვიდეა“, - განაცხადა პოვოროზნიკმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე