ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობის საშუალება მისცა

საქართველო, თბილისი - 08:31 | 27.02.2022
ნანახია: 298

ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ის ტერმინალებით სარგებლობის საშუალება მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „ტვიტერით“ გაავრცელა.

„Starlink-ის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია უკრაინაში. მეტი ტერმინალი გზაშია“, – ნათქვამია ილონ მასკის განცხადებაში.

Starlink არის გლობალური სატელიტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. „სტარლინკის“ ტერმინალების გამოყენების უფლების თხოვნით ამერიკელ მილიარდერს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა მიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე