ნატო უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და დამატებით შეიარაღებას მიაწვდის - სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 23:29 | 25.02.2022
ნანახია: 321

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრებმა განიხილეს უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხი.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა  ალიანსის ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო-ს წევრი ქვეყნები აგრძლებენ დახმარების გაწევას უკრაინისთვის. დღეს, ნატო-ს სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირი, ფინეთი და შვედეთი, წევრმა ქვეყნებმა განიხილეს შეიარაღების მიწოდების საკითხი, რომელიც მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატოელი მოკავშირეები  უკრაინელი სამხედროების დახმარებას აგრძელებენ. მისივე თქმით, ასეთ რთულ სიტუაციაში ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი შესაძლებლობები იქნება მომავალშა, თუმცა ნატო-ს წევრები მზად არიან დახმარებისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე