დიდი ბრიტანეთი პუტინსა და ლავროვს სანქციებს დაუწესებს - ბორის ჯონსონი

საქართველო, თბილისი - 22:41 | 25.02.2022
ნანახია: 339

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორისმ ჯონსონის განცხადებით, ლონდონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. პრემიერის ოფისის პრესსპიკერის განცხადებით, ბორის ჯონსონმა აღნიშნულის თაობაზე ნატოს ლიდერების ონლაინსამიტზე განაცხადა.

პრესსპიკერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა გააფრთხილა ნატოს მოკავშირეები, რომ პუტინი "ჩართულია რევანშისტულ მისიაში, რომელიც მიზნად ისახავს ცივი ომის შემდგომი წესრიგის დამხობას".

"პუტინის ამბიციები შესაძლოა აქ არ შეჩერდეს. ჩვენ ვხედავთ ევროატლანტიკურ კრიზისს გლობალური შედეგებით", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ამავდროულად, ნატოს სამიტზე, ბორის ჯონსონი გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ გაითიშოს SWIFT-ის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე