რუსეთი "ევროვიზიის" კონკურსიდან გააძევეს

საქართველო, თბილისი - 20:44 | 25.02.2022
ნანახია: 313

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) განცხადებით, ევროვიზიის წლევანდელ კონკურსში რუსი არტისტი არ მიიღებს მონაწილეობას.

EBU-ს თქმით, კავშირის აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მმართველი ორგანოს, Reference Group-ის რეკომენდაციის შემდეგ, ღონისძიების წესებსა და EBU-ს ღირებულებებზე დაყრდნობით.

"ეს გადაწყვეტილება უკავშირდება შეშფოთებას, რომ უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, წლევანდელ კონკურსში რუსეთის მონაწილეობა კონკურსის რეპუტაციას ძირს გამოუთხრის", - ნათქვამია განცხადებაში.

2022 წელს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს.ევროვიზიის 66-ე მუსიკალური კონკურსი 2022 წლის 10, 12 და 14 მაისს ჩატარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე