რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა შეუჩერდა

საქართველო, თბილისი - 20:37 | 25.02.2022
ნანახია: 283

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ევროპის საბჭოს წევრობა შეაჩერა. იტყობინება ევროპის საბჭოს პრესცენტრი.

"ევროპის საბჭოს დებულების შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, შეუჩეროს რუსეთის ფედერაციას წარმომადგენლობის უფლება მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში, როგორც დაუყოვნებელი ზომა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე.

შეჩერება არის არა საბოლოო, არამედ დროებითი ღონისძიება, კომუნიკაციის არხები ღია რჩება", - ნათქვამია საბჭოს კომუნიკეში.

მანამდე, რუსეთისთვის ორგანიზაციის წევრობის შეჩერების ინიციატივით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს უკრაინამ და პოლონეთმა მიმართეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე