მივმართავ უკრაინელ სამხედროებს, არ მისცეთ უფლება ნეონაცისტებს ცოცხალ ფარად გამოიყენონ თქვენი შვილები და ცოლები, აიღეთ ხელში ძალაუფლება - პუტინი
საქართველო, თბილისი - 19:19 | 25.02.2022 ნანახია: 372რუსეთის პრეზიდენტმა ლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ძირითიდად მონაწილეობენ უკრაინის არა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა ძალაუფლება ხელში აიღონ.
„რუსეთის არმიასთან საომარი შეტაკებები, როგორც მოსალოდნელი იყო მიმდინარეობს უკრაიანის არა შეიარაღებული ძალების ნაწლებთან, არამედ ნაციონალისტურ ფორმირებებთან, რომლებსაც როგორც ცნობილია, ეკისრებათ პასუხისმგებლობა დონბასში გენოციდზე და სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლისღვრაზე“, - განაცხადა ოკუპანტმა პუტინმა.
პუტინის თქმით, ნეონაცისტები ათავსებენ მძიმე შეიარაღებას საცხოვრებელ კვარტლებში და მოქმედებენ, როგორც ტერორისტები.
„კიდევ ერთხელ მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, არ მისცეთ უფლება ნეონაცისტებსა და ბენდერელებს გამოიყენონ თქვენი შვილები, ცოლები და მოხუცები ცოცხალ ფარად, ხელში აიღეთ ძალაუფლება! თქვენთან უფრო მარტივად შევძლებთ მოლაპარაკებას, ვიდრე ნარკომანებისა და ნეონაცისტების ბანდასთან, რომელიც დაჯდა კიევში და მძევლად აიყვანა მთელი უკრაინელი ხალხი“, - თქვა აგრესორმა პუტინმა.
მისი თქმით, უკრაინაში მოქმედებენ უცხოელი კონსულტანტები, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტები.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული ნაციონალისტების ჯგუფები აფეთქებენ ხიდებს, რათა ხელი შეუშალონ უკრაინის არმიის უკან დახევას, თუ მეთაურები უკან დახევის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა