კუნძულ ზმეინს უკრაინა აკონტროლებს

საქართველო, თბილისი - 18:42 | 25.02.2022
ნანახია: 278

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კუნძულ ზმეინს უკრაინა აკონტროლებს. იტყობინება უკრაინული სააგენტო Unian-ი.

უწყების განცხადებით, მესაზღვრეები შავ ზღვაში უკრაინის საზღვრების დაცვას აგრძელებენ.

"კუნძულს ორი ამოუცნობი გემი მიუახლოვდა, ნავსადგურის მისამართით ისროდნენ. მათ მოსთხოვეს უკრაინელ მესაზღვრეების დანებება, მაგრამ დანებების ვადები არ განუსაზღვრავთ. ამის შემდეგ ისინი კუნძულს დაშორდნენ. ამ დროისთვის კუნძული ჩვენია", - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ.

მანამდე, უკრაინის სასაზღვრო სამსახური იტყობინებოდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქის კუნძული ზმეინი აიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელში წერდა, რომ კუნძულზე 13 უკრაინელი მესაზღვრე დაღუპა მტრის მიერ. გერაშჩნეკომ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსეთის ხომალდის ეკიპაჟისა და უკრაინელი მესაზღვრის საუბარი ისმის. აუდიოჩანაწერში ოკუპანტი უკრაინელებს დანებებას სთხოვს, რაზედაც უკრაინელმა მესაზღვრემ უპასუხა: "რუსულო გემო, იდი ნა ხუ..."

"რუსული გემი ზმეინის კუნძულის გარნიზონს ჩაბარებას სთავაზობდა. გავუშვით ნა ხუ...-ზე. შემდეგ დაიწყო სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა. დაიღუპა 13 უკრაინელი მესაზღვრე, შესაძლოა, ის მამაცი გმირიც, რომელმაც მტერი გაუშვა ნა ხუ...-ზე, როგორც ზაპოროჟიეს კაზაკებმა. დიდება გმირებს! სიკვდილი რუს ოკუპანტებს, - წერს გერაშჩენკო.

პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით დაღუპულ მესაზღვრეებს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე