პუტინი მზად არის მინსკში უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის დელეგაცია გაგზავნოს - კრემლი

საქართველო, თბილისი - 17:32 | 25.02.2022
ნანახია: 285

რუსეთი მზად არის მინსკში უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის დელეგაცია გაგზავნოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.

 „როგროც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მზადყოფნა გამოთქვა იმსჯელონ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე. თავიდან პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანს წარმოადგენს ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დახმარება, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით. ეს თავის მხრივ არ წარმოადგენს ნეიტრალური სტატუსის განუყოფელ  კომპონენტს“, - განაცხადა პესკოვმა.  

 „ამ კონტექსტში ზელენსკის წინადადების პასუხად პუტინი მზად არის გაგზავნოს მინსკში რუსეთის დელეგაცია თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დონეზე უკრაინის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად“, - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე