რომის პაპი, უკრაინაზე თავდასხმის დასაგმობად, რუსეთის საელჩოში მივიდა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 25.02.2022
ნანახია: 290

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის საელჩოს ეწვია, რათა შეშფოთება გამოეხატა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

Sky News-ის ინფორმაციით, რომელიც ვატიკანის განცხადებას ეყრდნობა, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყო საელჩოში, სადაც გამოთქვა თავისი "ღრმა შეშფოთება".

მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც რომის პაპი საელჩოს ეწვია, ნაცვლად იმისა, რომ ელჩი თავის რეზიდენციაში დაებარებინა.

როგოროც იუწყებიან, ამ ნაბიჯით რომის პაპს სურდა ეჩვენებინა, რომ იგი უკიდურესად აღშფოთებულია თავდასხმის გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე