ზმეინის კუნძულზე 13 უკრაინელი მესაზღვრე გმირულად დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 25.02.2022
ნანახია: 475

ზმეინის კუნძულზე 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო Facebook-ზე წერს.

"რუსული გემი ზმეინის კუნძულის გარნიზონს ჩაბარებას სთავაზობდა. გავუშვით ნა ხუ...-ზე. შემდეგ დაიწყო სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა. დაიღუპა 13 უკრაინელი მესაზღვრე, შესაძლოა, ის მამაცი გმირიც, რომელმაც მტერი გაუშვა ნა ხუ...-ზე, როგორც ზაპოროჟიეს კაზაკებმა. დიდება გმირებს! სიკვდილი რუს ოკუპანტებს, - წერს გერაშჩენკო.

გერაშჩნეკომ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსეთის ხომალდის ეკიპაჟისა და უკრაინელი მესაზღვრის საუბარი ისმის. აუდიოჩანაწერში ოკუპანტი უკრაინელებს დანებებას სთხოვს, რაზედაც უკრაინელმა მესაზღვრემ უპასუხა: "რუსულო გემო, იდი ნა ხუ..."

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქის კუნძული ზმეინი აიღეს. 

უწყების ცნობით, კუნძულზე ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით დაღუპულ მესაზღვრეებს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე