რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს

საქართველო, თბილისი - 21:32 | 24.02.2022
ნანახია: 384

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. იტყობინება უკრაინული სააგენტო Unian-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მრჩეველ ალენა შევცოვას განცხადებაზე დაყრდნობით.

შევცოვას განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას.

"რუსებმა დაიკავეს ჩერნობილის სადგური. სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანეს. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას", - განაცხადა შევცოვამ.

ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. მისი თქმით, ეს ნიშნავს ომის გამოცხადებას მთელი ევროპისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე