ბელარუსში მყოფი რუსული ჯარები კიევისკენ მიემართებიან - ბრიტანეთი

საქართველო, თბილისი - 21:20 | 24.02.2022
ნანახია: 325

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უახლესი ინფორმაციით, ბელარუსში ბაზირებული რუსეთის ჯარები უკრაინის დედაქალაქ კიევისკენ მიემართებიან. იუწყება Sky News.

დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა საჰაერო თავდასხმა კიევის გარეუბანში მდებარე ანტონოვის აეროდრომზე და მასზე კონტროლი დაამყარა.

ამავდროულად, საერთაშორისო სააგენტო Reuetrs-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მიმართულია უკრაინის ხელისუფლების დამხობისა და რუსული მმართველობის დამყარებისკენ.

მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, განაცხადა, რომ რუსეთის შეტევის სამი ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთი მიმართულია კიევის წინააღმდეგ.

"ჩვენი შეფასებით, მათ აქვთ განზრახული ფაქტობრივად დაამხონ ხელისუფლება და თავისი მმართველობა დაამყარონ", - განაცხადა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს გააკეთებს განცხადებას და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს. ბაიდენი ასევე აპირებს უკრაინას თავდაცვის გაძლიერებისთვის დამატებითი იარაღის გადასცეს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე