პუტინი უკრაინაში შეჭრას იძულებით ზომას უწოდებს

საქართველო, თბილისი - 21:03 | 24.02.2022
ნანახია: 374

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში იძულებითი ზომა იყო და მოსკოვს სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

„აი, ეს არის მთავარი,  გასაგები რომ იყოს: ის, რაც ხდება {უკრაინაში} - იძულებითი ზომაა. ჩვენ უბრალოდ არ დაგვიტოვეს არანაირი შანსი სხვაგვარად გვემოქმედა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, სხვა შემთხვევაში რუსეთისთვის რისკები შეიქმნებოდა.

„ ვიმეორებ: ეს იძულებითი ზომაა, რადგან შესაძლოა, ისეთი რისკები შეექმნათ, რომ გაუგებარია როგორ უნდა ეარსება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა.

24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის არმია მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე