"გიჟი იზოლირებული უნდა იყოს" - ჩეხეთის პრეზიდენტი პუტინზე

საქართველო, თბილისი - 20:37 | 24.02.2022
ნანახია: 577

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების შესახებ.

"მოსკოვის ეს ნაბიჯი არის "არაპროვოცირებული აგრესია" და "დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ", - განაცხადა ჩეხეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

ზემანმა მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გათიშვა SWIFT-ის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან.

"რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის "ირაციონალური გადაწყვეტილება" მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს თავად რუსეთის სახელმწიფოს", - ხაზგასმით აღნიშნა ზემანმა.

"გიჟი იზოლაციაში უნდა ამყოფო", - დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მან სრული მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, მისი ხელმძღვანელობისა და ხალხის მიმართ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე