შეუძლებელია მუშაობდე მკვლელისთვის - რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 19:40 | 24.02.2022
ნანახია: 341

რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, მკვლელისთვის ვერ იმუშავებს.

„მეგობრებო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად ვტოვებ სახელმწიფო თეატრის დირექტორის თანამდებობას. შეუძლებელია მუშაობდე მკვლელისთვის და მისგან ხელფასს იღებდე“, – წერს ელენა კოვალსკაია.

24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის არმია მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე