რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 19:18 | 24.02.2022
ნანახია: 356

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, დაიკავონ ატომური ელექტროსადგური პრიპიატთან, ჩრდილოეთ უკრაინაში.

მისი თქმით, უკრაინული ძალები "წირავენ სიცოცხლეს, რათა 1986 წლის ტრაგედია [ჩერნობილის კატასტროფა] არ განმეორდეს".

"რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი მეომრები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს. ეს ნიშნავს ომის გამოცხადებას მთელი ევროპისთვის", - წერს ზელენსკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე