რუსი დიქტატორი ბომბებითა და რაკეტებით ვერ დაიმორჩილებს უკრაინელების ეროვნულ გრძნობებს - ბორის ჯონსონი - ბორის ჯონსონი

საქართველო, თბილისი - 18:03 | 24.02.2022
ნანახია: 281

არ ვფიქრობ, რომ ბომბებით, ტანკებითა და რაკეტებით, რუსი დიქტატორი ოდესმე დაიმორჩილებს და დათრგუნავს უკრაინელების ეროვნულ გრძნობებს, მათ რწმენას, რომ მათი ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეები შეთანხმდებიან მასშტაბურ პაკეტზე, ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს.

"ჩვენ, ბრიტანეთი ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც თავდაცვითი იარაღი გაუგზავნა უკრაინას დასახმარებლად. სხვა მოკავშირეებმაც იგივე გააკეთეს. ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია მომავალ დღეებში. ჩვენ შევთანხმდებით მასშტაბურ პაკეტზე, ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს", - განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, უნდა შეწყდეს დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ნავთობზე, რომელიც პუტინს ძლევს საშუალებას, თავისი პოლიტიკა აწარმოოს.

"ჩვენ კოლექტიურად უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რომელიც დიდი ხანია, პუტინს აძლევს საშუალებას, თავისი პოლიტიკა აწარმოოს. დიპლომატიურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, პუტინის ეს ბარბაროსული წამოწყება უნდა დასრულდეს წარუმატებლობით. მივმართავ რუსეთის ხალხსა და პრეზიდენტს, რომელმაც ძალადობის ასეთ ტალღას მისცა ბიძგი, მივმართავ რუსი ჯარისკაცების მშობლებს, უკრაინელებსაც მივმართავ ამ მომენტში, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ვლოცულობთ ქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე