რუსეთის აგრესიის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 24.02.2022
ნანახია: 496

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, რუსული არმიის სარაკეტო დარტყმებს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაცილებით მეტ მსხვერპლს ელოდა. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედრები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ მტერს. ამასთან, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობას შორის. არესტოვიჩის განცხადებით, დაღუპულია 10 მშვიდობიანი მოქალაქე.

24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის არმია მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე