იარაღს გადავცემთ ყველა მოქალაქეს, ვისაც სამშობლოს დაცვა შეუძლია - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 14:34 | 24.02.2022
ნანახია: 284

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთავრობა იარაღას გადასცემს ყველა მოქალაქეს, ვისაც შეუძლია და სურს სამშობლოს დაცვა. ამის შესახებ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ დავიწყებთ იარაღის გადაცემას ყველა მოქალაქისთვის, ვისაც ძალუძს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. უკრაინელი ხალხის მომავალი თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული. ყველა, ვისაც აქვს საბრძოლო გამოცდილება და შეუძლია შეუერთდეს უკრაინის დაცვას, დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს შესაბამის რეკრუტირების ცენტრებში“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის არმია მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე