უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

საქართველო, თბილისი - 13:54 | 24.02.2022
ნანახია: 257

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის არმია მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე